საქართველოში განვითარებულ მოვლენებს განცხადებით ეხმიანება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტობიას ბილსტრემი.
"გასული კვირების განმავლობაში ათიათასობით ქართველი გამოვიდა ქუჩებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა ხმა აიმაღლოს ე.წ. უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ. შვედეთი ყურადღებით ადევნებს თვალს ამ მოვლენებს და გმობს ძალადობის გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. შეკრების თავისუფლება დაცული უნდა იყოს.
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით ევროკავშირმა აჩვენა, რომ მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. ენერგიული და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოს ევროკავშირის გზაზე წინსვლისას.
წარდგენილი კანონპროექტი მოქალაქეთა დიდი უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ საქართველოს განცხადებულ ევროკავშირისკენ სწრაფვის ამბიციებსა და კანდიდატი ქვეყნის მონდომებას ეწინააღმდეგება. თუ მას მიიღებენ, ის საფრთხეს შეუქმნის საქართველოს წინსვლას ევროკავშირისკენ. საქართველოს მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს ცრუ ნარატივებისა და რიტორიკისგან, რომელიც ვითარებას ამწვავებს. კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის ისტორიული შესაძლებლობაა."