საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე.
როგორც მინისტრი ბრაჟე აცხადებს, ეს შეშფოთება მან თავის ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს გაუზიარა.
"საქართველოში ვითარება ძალიან საგანგაშოა. ლატვია გმობს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებას. სამშაბათს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ვუთხარი, რომ "უცხოეთის გავლენის შესახებ კანონპროექტი" ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს", - აცხადებს ბაიბა ბრაჟე.