გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ვოლკერ თურქი საქართველოს ხელისუფლება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის გაწვევისა და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგისკენ მოუწოდებს.
ამასთან, უმაღლესი კომისარი შეშფოთებას გამოთქვამს მშვიდობიანი დემონსსტრანტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო.
გაეროს უმაღლესი კომისრის განცხადებით, კანონპროექტს მიზანში ჰყავს ამოღებული უცხოეთიდან დაფინანსების მიმღები არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა უცხოეთის ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრირება ძირს გამოუთხრის გამოხატვის თავისუფლებისა და გაერთიანების უფლებებს
"ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს და დაიცვას გამოხატვის, თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლება. ამ უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს, კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს. საპროტესტო გამოსვლების დროს ძალის გამოყენება ყოველთვის უნდა იყოს გამონაკლისი და უკიდურესი ზომა, გარდაუვალი საფრთხის თავიდან ასარიდებლად.
მოვუწოდებ ხელისუფლებას პროტესტებისა და დაკავებების დროს არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდების გამჭვირვალე გამოძიებისკენ.
ასევე მოვუწოდებ დემონსტრანტებსა და პროტესტის ორგანიზატორებს, საკუთარი უფლებები მშვიდობიანად გამოიყენონ და არ მიმართონ ძალადობას", - აღნიშნულია განცხადებაში.