თბილისის საქალაქო სასამართლომ, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი 2 000 ლარით დააჯარიმა.
პეტრიაშვილს პოლიცია წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
ალექსი პეტრიაშვილს, შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. ის 28 აპრილს დააკავეს და 29 მაისს გაათავისუფლეს.