საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების დირექტორატის გენერალური დირექტორის, გერტ იან კოპმანის ხვდება.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, კოპმანის ჩამოსვლა არის ბოლო გაფრთხილება ივანიშვილისთვის.
„ეს არის ბოლო გაფრთხილება ივანიშვილისთვის ევროკავშირის მხრიდან, როდესაც ასეთი მაღალი წარმომადგენელი ჩამოდის, რომელიც უშუალოდ აღჭურვილია ევროკომისიის პრეზიდენტის ნდობით. იცით, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები განიხილავენ პერსონალურ სანქციებს იმ 83 მოღალატის წინააღმდეგ, რომელიც მხარს უჭერს რუსულ კანონს და ასევე, სხვა ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ ძალადობას და უკანონობას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის საუბარია კონკრეტულ სპეცრაზმელებზე და პოლიციელებზე, რომლებიც გასცემენ ან ასრულებენ უკანონო ძალადობრივ დავალებებს, იქნება ეს ლევან ხაბეიშვილის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თუ იმ ათობით ახალგაზრდის წინააღმდეგ, რომელიც ხდება ანგარიშსწორების სამიზნე რუსული ხელისუფლების მხრიდან.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.