პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომოპოზიციის წარმომადგენლები აბულინგებენ, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ იმ ადამიანებს, რომლებსაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვთ და აქციაზრ დასწრებას გეგმავენ.
„ერთადერთი, რაც ოპოზიციას დარჩენია, არის ის, რომ ადამიანები დააბულინგონ, ყველაზე მძიმე ეპითეტებით შეამკონ. ეს ოპოზიციის შინაგან სამყაროს კიდევ ერთხელ აჩვენებს. რეალურად, მათ არ უყვართ თავიანთი მოსახლეობა, საქართველო, ქართველი ერი. მათ აქვთ თავიანთი ვიწრო შურისძიებაზე აგებული მიზნები და სწორედ ეს ალაპარაკებს მათ ასეთი სიტყვებით აქციის მონაწილეებზე. რაც არ უნდა მიუღებელი იყოს მათი პოლიტიკური კურსი, არცერთი მათი წარმომადგენლისთვის ანალოგიური სიტყვებით არასდროს მიგვიმართავს. აქცია დღეს ჩაივლის წარმატებულად, მშვიდად. ოპოზიციას შეიძლება, მომდევნო დღეებში ჰქონდეს რაღაც აქციები, მაგრამ ეს აქციები საქართველოს კურსს – ევროპისკენ მიმავალ სუვერენულ სახელმწიფოს, ვერანაირად ვერ შეაფერხებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.