კიდევ ერთხელ ვთხოვ, მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ვინც იძულებითი წესით დღეს მოჰყავთ რუსულ მარშზე ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს - ნუ დაუპირისპირდებით საკუთარ შვილებს, მათ ევროპულ მომავალს, - ამის შესახებ განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ, ხელისუფლების მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, კონფრონტაციის თავიდან აცილების მიზნით, უნდა გადადოს დღევანდელი საკომიტეტო მოსმენა.
„ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, რომ რუსული კანონი გაიწვიოს ივანიშვილის პარტიამ, თუმცა როგორც მინიმუმ დღეს, როდესაც არის მათი დაორგანიზებული რუსული მარში, სადაც ძალდატანებით მოჰყავთ ადამიანები და უმეტესწილად საჯარო სექტორის წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია, რომ კონფრონტაციის თავიდან აცილების მიზნით, რომ არ იყოს ასეთი ვნებათაღელვა, გადაიდოს დღევანდელი საკომიტეტო მოსმენა და აღნიშნულს დავაყენებთ ჩვენ დღის წესრიგში კომიტეტის დაწყებისთანავე.
თუმცა თუ არ გაითვალისწინეს ეს შეგონება მორიგ ჯერზე ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებმა, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საპარლამენტო ბერკეტს, იმისთვის რომ გავაჩეროთ აღნიშნული კანონის მიღების პროცესი,“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ამასთან, თინა ბოკუჩავამ მოუწოდა მოქლაქეებს დღეს „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ შეკრებაზე არ მივიდნენ.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვთხოვ, მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ვინც იძულებითი წესით დღეს მოჰყავთ რუსულ მარშზე ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს, ნუ შეეწინააღმდეგებით, ნუ დაუპირისპირდებით საკუთარ შვილებს, მათ ევროპულ მომავალს. ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ ყველას ერთად. ხვალ აღარ იქნება ივანიშვილი ხელისუფლებაში, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში და აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ.
მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა აქედან ამოვა, როდესაც დღეს მიიღებს თუნდაც მძიმე გადაწყვეტილებას, იმასთან დაკავშირებით, რომ შეუერთდეს თუ არა ძალდატანებით ივანიშვილის პარტიის მიერ მოწყობილ რუსულ მარშს.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ