პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ გასულ ღამეს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმისას ერთ-ერთი რუსული რაკეტა, პოლონეთის საზღვრიდან 15 კილომეტრში ჩავარდა. ამის შესახებ ტუსკი Х-ზე წერს.
ტუსკმა დაწერა, რომ ღამით ათობით ბომბი და რაკეტა ჩამოვარდა ლვოვის რეგიონში. „ერთ-ერთი მათგანი ჩვენი საზღვრიდან 15 კილომეტრშია“, - აღნიშნა მან.
ამასთან, ტუსკმა გააკრიტიკა თავისი წინამორბედი, ყოფილი პრემიერი მატეუშ მორავიეცკი
„ამჟამად, მორავიეცკი ავითარებს საერთო ანტიევროპულ სტრატეგიას ბუდაპეშტში, ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებთან. რა რაის ეს სისულელე? ღალატი? ორივე?“ - აღნიშნა ტუსკმა.“
ტუსკი როგორც ჩანს გულისხმობდა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას (CPAC) ბუდაპეშტში, რომელსაც ესწრებოდნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი და პოლონეთის პრეზიდენტის კაბინეტის ხელმძღვანელი მარშინ მასტალერეკი.
მედია წერს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მთავრობა იმედოვნებს, რომ ევროპის არჩევნები გამარჯვებას მოუტანს ძალებს, რომლებიც უკრაინის დახმარებას აკრიტიკებს.