საქართველოში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები მკაფიოდ აჩვენებს, რომ ქვეყანა, რომელიც ჩვენთან დაახლოებულია, კი არ უახლოვდება, არამედ შორდება ევროპულ იდეალებს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ლიეტუვაში პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.
გიტანას ნაუსედას თქმით, ეს ნამდვილად აბრკოლებს ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის „სამწუხაროდ, ეს მოვლენები, იქ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები მკაფიოდ აჩვენებს, რომ ქვეყანა, რომელიც ჩვენთან დაახლოებულია, საქართველო, კი არ უახლოვდება, არამედ შორდება ევროპულ იდეალებს და ეს ნამდვილად აბრკოლებს ევროინტეგრაციის გზაზე შეუფერხებელ სვლას. ასე რომ, ჩვენ ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ“, – განაცხადა ნაუსედამ. (პირველი არხი)