ყველა ქართველი, ვინც იმყოფება ამჟამად ევროკავშირის ტერიტორიაზე, იქნება დეპორტირებული... ერთადერთი მიმართულება, სადაც ჩვენ შეუფერხებლად შევძლებთ ვიმოგზაუროთ არის რუსეთი - ამის შესახებ "ახალის" თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
ნიკა გვარამია ბრიფინგზე ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება, რომელშიც ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეწყვეტის საკითხზეა საუბარი. რ
"რაც გვითხრეს ამ რეზოლუციით არის ის, რომ საქართველოს მოჭრილი აქვს გზა ევროპისკენ იმ შემთხვევაში, თუი ეს კანონი იქნება მიღებული და ვიდრე ეს კანონი იმოქმედებს. არ გაიხსნება მოლაპარაკებების ეტაპი საერთოდ. უფრო მეტიც, მესამე ალბათ, ყველაზე მწვავე, საქართველოს ისტორიაში პირველად შესაძლოა გადაიხედოს უვიზო მიმოსვლის საკითხი, რაც შესაძლოა დამთავრდეს იმის, რომ თითოეული ქართველი დაკარგავს შესაძლებლობა უვიზოდ გაემგზავროს ევროკავშირის, შენგენის ქვეყნებში და კიდევ უფრო უარესი, ყველა ქართველი, ვინც იმყოფება ამჟამად ევროკავშირის ტერიტორიაზე, იქნება დეპორტირებული, როგორც კი სავიზო რეჟიმი შეიცვლება, ეს არის სრული კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის მისი იზოლაცია და ერთადერთი მიმართულება, სადაც ჩვენ შეუფერხებლად შევძლებთ ვიმოგზაუროთ არის რუსეთი, მაგრამ ეს მიმართულება არ სჭირდება საქართველოს არცერთ მოქალაქეს, გარდა ქართული ოცნებისა და მათი მომხრეების,“ - ამბობს გვარამია.
ევროპარლამენტის პრეზოლუციის ტექსტში არის ჩანაწერი ვიზალიბერალიზაციის თემაზე – „ევროპარლემენტი მოუწოდებს ევროკომისიას, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი „უცხოელი აგენტის“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე, კერძოდ კი, ფუნდამენტური უფლებების მაჩვენებელზე, რაც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია“.