დღეს ვართ ჩამოსულები ქუთაისში, შევხვდით ძალიან ბევრ ადამიანს, არის ძალიან დიდი მუხტი. უამრავ ადამიანთან მქონდა კომუნიკაცია და ყველას აზრი არის ერთი, - ამის შესახებ განაცხადა მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ.
მისი თქმით, რუსეთის დამარცხება საქართველოში ისე ახლოს არის, როგორც არასდროს.
„დღეს ვართ ჩამოსულები ქუთაისში. შევხვდით ძალიან ბევრ ადამიანს, განწყობა არის ძალიან კარგი, ძალიან დიდი მუხტია. ჩავალთ მთელ საქართველოში, შევხვდებით ყველას. უამრავ ადამიანთან მქონდა კომუნიკაცია და ყველას აზრი არის ერთი. ასეთი ერთიანი, ასე ერთ მუშტად შეკრული საქართველო მე დიდი ხანია არ მინახავს. დიახ, დღეს მთელი საქართველო ეუბნება რუსეთს არას. ბიძინა ივანიშვილის კოშმარი რეალობად იქცა და ის ხედავს, რომ ყველა ვართ ერთად, მთელი საქართველო ერთად დგას დღეს. სრულიად ზეპარტიულია დღევანდელი ღონისძიება. პოლიტიკოსი, ექიმი, მსახიობი, მასწავლებელი, ყველა ვდგავართ ერთად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასე ერთად, ერთ მუშტად შეკრულები დავამარცხებთ რუსეთს საქართველოში და ეს ისე ახლოს არის, როგორც არასდროს.“- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.