ჩილეში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი დედაქალაქ სანტიაგოდან 600 კილომეტრში მდებარეობდა.
მიწისძვრის სიმძლავრემ 7 ბალი შეადგინა. ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია ის, რომ სტიქიურმა მოვლენამ ელექტროგადამცემი და საკომუნიკაციო ხაზები დააზიანა.
სანაპირო რაიონებში მცხოვრებმა ასობით ადგილობრივმა მცხოვრებმა საკუთარი სახლები უკვე დატოვა, თუმცა ცუნამის განგაში ჯერჯერობით არ გამოცხადებულა.
შეგახსენებთ, რომ მიწისძვრა ჩილეში 2010 წლის თებერვალშიც მოხდა. მაშინ სტიქიას 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.