საბერძნეთის ხელისუფლება მიგრაციის პოლიტიკას ამკაცრებს. სხვადასხვა ღონისძიებების პარალელურად ოფიციალური ათენი თურქეთთან არსებული 200-კილომეტრიან საზღვარზე კედლის მშენებლობას აპირებს. ამის შესახებ საბერძნეთის მოქალაქეების დაცვის მინისტრმა ხრისტოს პაპუტცისმა განაცხადა.
"მხოლოდ იმ მიგრანტებს, რომელთაც უფლება აქვთ პოლიტიკურ თავშესაფარზე ან აქვთ დაცვის საერთაშორისოდ აღიარებული უფლება, შესაძლებლობა ექნებათ დარჩნენ ქვეყანაში. სხვებს ქვეყნის დატოვება საკუთარი ნებით ან ძალით მოუწევთ", _ განაცხადა მინისტრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ გატარდება მკაცრი ზომები დანაშაულებრივი დაჯგუფებების წინააღმდეგ, რომელბიც საბერძნეთის საზღავარზე ადამიანების არალეგალურად გადაყვანას ეწევიან.
საბერძნეთის ხელისუფლების ინფორმაციით ყოველწლიურად თურქეთიდან სახმელეთო საზღვარს, რომელიც რიგ მონაკვეთზე დანაღმულია, უკანონოდ 200-250 ადამიანი კვეთს.