ადგილი აქვს მცდელობას, ამოქმედდეს მასშტაბური გეგმა, რომელიც კიევის საპატრიარქოს დანგრევა-განადგურებას ისახავს მიზნად, _ ამის შესახებ აცხადებს კიევისა და სრულიად რუსეთ-უკრაინის პატრიარქი ფილარეტი.
პატრიარქ ფილარეტის განცხადებაუკრაინის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
"სადღესასწაულო დღეებში არ გვსურდა არასასიამოვნო საკითხებზე საუბარი, მაგრამ მოვლენათა მიზანმიმართული განვითარება და კიევის საპატრიარქოზე გაძლიერებული ზეწოლა გვაიძულებს ამაზე ვისაუბროთ.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, - უკრაინაში არის მცდელობა რეალიზებული იქნეს მასტაბური გეგმა რომელივ კიევის პატრიარქატის დანგრევა-განადგურებას ისახავს მიზნად", _ ნათქვამია განცხადებაში და იქვე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ეს გეგმა - "შექმნილია მოსკოვში და უკრაინაში რეალიზებისათვის მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილის მიერაა წარმოდგენილი. გეგმაში მთავარი როლი კი სახელმწიფო მმართველობის ორგანოებს აქვთ მინიჭებული".
პატრიარქი ფილარეტი აღნიშნავს, რომ - "ამ გეგმის რეალიზება ჯერ კიდევ პატრიარქ კირილის უკრაინაში საზაფხულო ვიზიტის მომზადების დროს დაიწყო".
"პატრიარქის უახლოესმა თანაშემწემ მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი) გაზაფხულზე უკრაინის რამდენიმე ოლქი მოინახულა, სადაც ამოწმებდა სიტუაციას და ეძებდა მათ ვისი გამოყვანა შეიძლებოდა კიდევის პატრიარქატიდან. მისივე პირადი აღიარებით, იგი შეეცადა გამყიდველობისათვის გადაებირებინა ლვოვის აწ გარდაცვლილი მიტროპოლიტი ანდრეი, მაგრამ ეს გეგმა ჩავარდა", _ ნათქვამია განცხადებაში.
ამას გარდა, პატრიარქი ფილარეტი ასევე აღნიშნავს, რომ - "ჯერ კიდევ ზაფხულში კიევის საპატრიარქოში დაიწყო შემოსვლა პირველმა ცნობებმა იმის შესახებ, რომ ჩინოვნიკების მეშვეობით რაიონულ დონეზე და ქვემოთ, ასევე სათვისტომოთ სპონსორების მეშვეობით ღვთისმსახურებზე და მრევლზე იწყება ზეწოლა იმისათვის, რათა მრევლი მოსკოვის საპატრიარქოში გადავიდეს. ამHამჟამად ეს სამუსაო გაძლუერებულია და სხვა და სხვა ეპარქიებში უკვე ღვთისმსახურთა 70 % გაიარა ამგვარი "გასაუბრება", _ აცხადებს პატრიარქი და სინანულით აღნიშმავს, რომ ყველა ამ მოვლენაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები არიან პირდაპირ გარეულნი, - "რაც მოწმობს იმას, რომ მათ პირდაპირი მხარდაჭერა აქვთ დედაქალაქში არსებული კაბინეტებიდან".
მასალის გამოყენების პირობები