ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებმა დაადასტურა, რომ რუსეთთან კავშირი ბელორუსი ხალხის მიერ არჩეული გზაა და უცვლელი დარჩება.
ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეკომპანია "რასია 24"-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დროსას გამოჩნდა, რომ ბელორუსი ხალხის რუსეთთან კავშირი და ურთიერთობა უცვლელი დარჩა", - აღნიშნა ლავროვმა და აქვს დასძინა, რომ ბელორუსსა და რუსეთს შორის ურთიერთობების შეფასება სათანადოდ უნდა მოხდეს.
"კი იყო ემოციები და ჩვენ ამას მიუდგეთ ფილოსოფიურად. ვფიქრობ, რომ ვითარებამ აჩვენა, რომ ასეთი ემოციებს აუცილებელია გავექცეთ", - აღნიშნა მან.
აღსანიშნავია, რომ ბელორუსსა და და რუსეთს შორის ურთიერთობების "დათბობა" მინსკმა წინასაარჩევნოდ დაიწყო. მანამდე კი, რუსეთის და ბელორუსის პირველი პირები ერთმანეთის მიმართ შეურაცხმყოფელ სიტყვებს არ იშურებდნენ.