ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ ცხინვალში მდებარე რუსული სამხედრო ბაზა მოინახულა, რუს სამხედროებს ახალი წელი მიულოცა და სამხედრო იქვე მოწყობილ სამხედრო მეჯლისში მონაწილეობაც მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"თქვენი წყალობით რესპუბლიკაში დაცულია უსაფრთხოება და სტაბილურობა, რაც საშუალებას გვაძლევს მშვიდობიანი ცხოვრებითა და აღმშენებლობით დავკავდეთ", _ განაცხადა კოკოითიმ და დასძინა - "იმედი მაქვს, სამხრეთ ოსეთი უკვე გახდა თქვენთვის მეორე სახლი".