აფხაზმა სეპარატისტებმა ე. წ. ბიუჯეტი მიიღეს. დღეს აფხაზური მხარის ინფორმაციით სოხუმში აფხაზური ე. წ. პარლამენტის ბოლო სხდომა ჩატარდა, რომელზედაც დეპუტატებმა 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცეს.
მათი ინფორმაციით, აფხაზეთის 2011 წლის ე. წ. ბიუჯეტი 7 მილიარდ 502 ათას 387 რუბლს შეადგენს. აქედან 3 მილიარდი ეს რუსული დახმარებაა, რომელიც 2010-2012 წწ აფხაზეთის განვითარების კომპლექსური გეგმისთვისაა გამოყოფილი, 1, 939 რუბლი კი ბიუჯეტის ბალანსირებისთვის. '
"სახელმწიფოს საკუთარი შემოსავლები კი 2, 563 მილიარდ რუბლს შეადგენს", _ იუწყება აფხაზური მხარე.