პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავი იძულებული იყო ცუდ ბუნებრივ პირობებში დაშვება განეხორციელებინა. დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას არა ბორტის კაპიტანი არკადიუშ პროტასიუკი, არამედ პოლონეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაური გენერალი ანჟეი ბლასიკი იღებდა. ეს განცხადება პოლონეთის ტელევიზიის ეთერით სატრანსპორტო ავიაციის სპეციალური 36-ე დანაყოფის ყოფილმა ხელმძღვანელმა რობერტ ლატკოვსკიმ გააკეთა.
მანვე დაასახელა სამი მიზეზი, რომლებმაც მისი აზრით თვითმფრინავის კატასტროფა გამოიწვია. ლატკოვსკის მიერ დასახელებული მიზეზებია: მცდარი გადაწყვეტილება განხორციელებულიყო ფრენა მსგავს ბუნებრივ პირობებში, პილოტების შეცდომა და დისპეჩერების შეცდომა.
"ბუნება არ იძლეოდა საშუალებას თვითმფრინავის დაჯენისა. მცდარი გადაწყვეტილება მიიღო პოლონეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურმა, რომელიც იყო კიდეც პასუხისმგებელი ამ რეისზე. ისინი იყო ბორტზე და ეს იმას ნიშნავს, რომ იგი იყო გარანტი პრეზიდენტისა და ბორტზე მყოფი მგზავრების უსაფრთხოებისა. გაფრენა უნდა გადადებულიყო და უკეთეს ბუნებრივ პირობებს უნდა დალოდებოდნენ ან საერთოდ სათადარიგო აეროდრომზე უნდა დამჯდარიყვნენ", _ განაცხადა ლატკოვსკიმ.
მანვე აღნიშნა, რომ პროტასიუკი სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, რომელიც პილოტების კაბინეტში იყო. "ამ თვითმფრინავის ხელმძღვანელი იყო არა კაპიტანი პოტასიუკი არამედ გენერალი ბლასიკი. სწორედ მან გასცა ბრძანება დამჯდარიყო თვითმფრინავი", _ აცხადებს ლატკოვსკი და აღნიშნავს, რომ ეკიპაჟს არ სურს თვითმფრინავის დაჯენა, მას მხოლოდ უნდოდა დაშვებულიყო და "მგზავრები დაემშვიდებინათ" შემდეგ კი გზა სხვა აეროდრომისკენ გაეგრძელებინა".
"დისპეჩერებს კი არ უნდა დაერთოთ ნება ამ პირობებში დამჯდარიყო თვითმფრინავი. დისპეჩერების კაბინეტში პანიკა იყო. ერთ ერთი დისპეჩერი მოსკოვშიც კი რეკავდა საკითხავად მიეღოთ თუ არა თვითმფრინავები და იქ ვიღაცამ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება მიეღოთ თვითმფრინავი. არადა დისპეჩერებს ასწავლეს, რომ ამ პირობებში თვითმფრინავის მიღება არ შეიძლება", _ აცხადებს რობერტ ლატკოვსკი.