2011 წელს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში რუსი სპეციალისტები ჩამოვლენ და ოს სეპარატისტებს მიწების საკადასტრო აღრიცხვის გეგმის შედგენაში დაეხმარებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ოსური მედია ავრცელებს.
ოს სეპარატისტთა ე.წ. იუსტიციის მინისტრის თამაზ დოზუგოვის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ნოემბერში მოსკოვში ჩვენი რესპუბლიკის წარმომადგენლებსა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებს შორის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. ეს სამუშაო შეხვედრები სახელმწიფო საკუთრების მართვისა და უძრავი ქონების სახელმწიფო საკადასტრო აღრიცხვის სისტემის შედგენას ეხებოდა", _ აცხადებს დოზუგოვი და დასძენს, რომ ამ სფეროში შესაბამის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა.
"ვფიქრობ, რუსი სპეციალისტები სამხრეთ ოსეთში უკვე 2011 წლის დასაწყისისათვის ჩამოვლენ და გეგმის შედგენაში დაგვეხმარებიან. ამის შემდეგ უკვე ჩვენ ამ ღონისძიებების რეალიზებას დავიწყებთ", _ აცხადებს ე.წ. მინისტრი.
მასალის გამოყენების პირობები