პოლონეთში სხვადასხვა მამისგან ტყუპი გაჩნდა. ბავშვების დედამ მშობიარობის შემდეგ სასამართლოს მიმართა და ქმართან განქორწინება ითხოვა, რათა თავის საყვარელზე და ტყუპების სავარაუდო მამაზე დაქორწინებულიყო.
განქორწინების წინ ჩატარებულმა დნმ-ის ანალიზმა ცხადყო, რომ ბავშვები სხვადასხვა მამისგან იყვნენ.
ამ დრომდე მსოფლიო მედიცინაში ცნობილი იყო ანალოგიური ექვსი შემთხვევის შესახებ. პოლონეთის "ფაქტი" მეშვიდე შემთხვევა გახდა.
მეცნიერები აცხადებენ, რომ სხვადასხვა მამისგან ტყუბების გაჩენის შანსი მილიონიდან ერთა, მაგრამ ასეთი შანსი არსებობს, რასაც პოლონეთში მომხდარი შემთხვევაც ადასტურებს.