25 ნოემბერს 11:00 საათზე სასტუმრო თბილისი მერიოტის თამარ მეფის დარბაზში „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" პრესკონფერენციას გამართავს.
პრესკონფერენციაზე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძე შეაჯამებს კომპანიის ქსელში „აპი"-ს იტალიური საწვავის გაყიდვების დინამიკას და ჟურნალისტებს 2010 წლის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის. დასავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის შექმნილი იტალიური საწვავის - „აპი"-ს წილმა ვისოლის საერთო გაყიდვებში 35 %-ს მიაღწია.
პრესკონფერენციაზე ვისოლის დამფუძნებლებთან და გენერალურ დირექტორთან ერთად სიტყვით გამოვა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება ბ-ნი ვიტორიო სანდალი, რომელიც საქართველო-იტალიის წარმატებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრებს.