ისრაელის ექს-პრეზიდენტი მოშე კაცავი სასამართლომ მის დაქვემდებარებაში მყოფი, ტურიზმის სამინისტროს თანამშრომლის გაუპატიურებაში დამნაშავედ სცნო.
ამის შესახებ ინფორმაციას "გაზეტა.რუ" ადგილობრივი მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოსამართლის ჯორდჯ კარას განცხადებით, სასამართლო ენდობა "ალეფის" ჩვენებას, ხოლო ექს-პრეზიდენტის ჩვენება ნდობას არ იმსახურებს.
გარდა ამისა, სასამართლო მოშე კაცავი დამნაშავედ სცნო სექსუალურ ძალადობაში, თუმცა დაზარალებულის ვინაობა არ სახელდება.
როგორც ცნობილია, აღნიშნული სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ექს-პრეზიდენტს მისმა თანამშრომელმა ქალმა სექსუალური ძალადობის გამო უჩივლა.
აღნიშნულ ფაქტს გამოხმაურება მოჰყვა და მოშე კაცავის წინააღმდეგ რამდენიმე ქალი გამოვიდა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ იგი თავის თანამდებობას ბოროტად იყენებდა და მათზე სექსუალურ ძალადობას ახორცილებდა.
კაცავი ქვეყნის პირველი პირის თანამდებობიდან 2007 წელს, შვიდწლიანი საპრეზიდენტო მმართველობის გასვლამდე 2 კვირით ადრე გადადგა.