მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოს საბერძნეთთან გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.
„ვულოცავ ჩვენს მეგობრებს უკრაინაში, პოლონეთსა და საქართველოში უეფას ევრო 2024-ზე მოხვედრას. თქვენმა თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო. გისურვებთ წარმატებებს და დასამახსოვრებელი მომენტებით სავსე ტურნირს“, – წერს მაია სანდუ „ტვიტერის“ გვერდზე.