სასამართლო სისტემაში სისტემური გამოწვევების აღმოსაფხვრელად, საქართველოს სჭირდება ჩამოაყალიბოს სასამართლო სისტემაში ყველა წამყვან თანამდებობაზე დანიშნული კანდიდატებისა და პირების განსხვავებული შემოწმების სისტემა, – ამის შესახებ ერვოკომისიის პერსსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადებაში ნათქვამია, რომ შემოწმებაში ჩართული უნდა იყვნენ გადამწყვეტი როლის მქონე საერთაშორისო ექსპერტები.
„სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა ასევე არის იმ ცხრა საფეხურის ნაწილი, რომელიც ევროკომისიის მიერ წარდგენილ ევროკავშირის გაფართოების მოხსნებაშია აღნიშნული. ეს დადასტურებულია ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ, რომლებმაც საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გაუწიეს.
სასამართლო სისტემაში რომ აღმოიფხვრას სისტემური გამოწვევები, საქართველოს სჭირდება, ჩამოაყალიბოს განსხვავებული შემოწმების სისტემა კანდიდატებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც ამ ეტაპზე წამყვან თანამდებობაზე იმყოფებიან. შემოწმებაში ჩართული უნდა იყვნენ გადამწყვეტი როლის მქონე საერთაშორისო ექსპერტები. ამ კონტექსტში, ევროკავშირი შეშფოთებულია ქართველი საჯარო მოხელეების ბოლო დროინდელი კომენტარებით, რომელიც მიმართული იყო ცალკეული მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებმაც გამოთქვეს საკუთარი შეხედულება მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემაზე. მნიშვნელოვანია, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ევროკავშირი რჩება აქტიურ დიალოგში ხელისუფლებასთან და მზად არის, საქართველოს ხალხის საკეთილდღეოდ მხარი დაუჭიროს ამ მნიშვნელოვანი რეფორმების გზაზე წინსვლას“, – აღნიშნულია განცხადებაში.