2011 წელს ცხინვალში სეპარატისტები დრამატული თეატრის აშენებას გეგმავენ. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. ცხინვალის დრამატული თეატრი კოსტა ხეთაგუროვის სახელობის იქნება. ეს განცხადება ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა ახალგაზრდობასთან შეხვედრისას გააკეთა.
მათივე ინფორმაციით, თეატრის შენობას რუსეთის ქალაქ სამარის სამშენებლო კომპანია ააშენებს. ამ კომპანიას ვინმე როტისლავ ხუგაევი ხელმძღვანელობს. ოსური მედია ასევე იუწყება, რომ იგი მალე თეატრის შენობის პროექტის ექსპერტიზას შეუდგება.