ვუსურვებ ხელისუფლების თითოეულ წარმომადგენელს, ვინც ემიგრანტებს აბუჩად იგდებს, მათ არსებობას უარყოფს, და ამ ადამიანებს ტურისტებად, მხიარულ ხალხად აცხადებს, ვუსურვებ, რომ ეს გზა გაიარონ, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ტვ პირევლის გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
ვუსურვებ ხელისუფლების თითოეულ წარმომადგენელს, ვინც ემიგრანტებს აბუჩად იგდებს, მათ არსებობას უარყოფს, და ამ ადამიანებს ტურისტებად, მხიარულ ხალხად აცხადებს, ვუსურვებ რომ ეს გზა გაიარონ, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ტვ პირევლის გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
„როგორ უნდა შეცვალო შენ ამ ადამიანების ცხოვრება, თუ მათი ტკივილი შენში არ იწვევს მძაფრ პასუხისმგებლობას, რომ მთები გადადგა, რომ ეს პროცესი გადადგა და ხალხი უკან დააბრუნო, აბუჩად იგდებ, რომ დასეირნობს ეს ხალხი“, - თქვა მან.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ემიგრანტების სიმძიმეს კითხვის ქვეშ აყენებს.
მე ვუსურვებ ხელისუფლების თითოეულ წარმომადგენელს, ვინც ამ ხალხს აბუჩად იგდებს, მათ არსებობას უარყოფს, ამბობს, რომ ესენი თურმე ტურისტებად დადიან, თურმე ჰგონიათ, რომ უმძიმესი გზა, მექსიკის თუ ევროპის გავლით იქნება, ფიზიკურ გზასთან ერთად, ყველაზე უფრო მძიმე ხომ ემოციური გზაა, რომელსაც ისინი გადიან ჯერ ამ გადაწყვეტილებამდე და ამის აღსრულების დროს, ნამდვილად ვუსურვებ ხელისუფლების თითოეულ წარმომადგენელს, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ სიმძიმეს და ამ ადამიანებს ტურისტებად, მხიარულ ხალხად აცხადებს, რომ თურმე გასართობად დადიან, ვუსურვებ, რომ ეს გზა გაიარონ. შენ თუ არ შეგიძლია გაისიგრძეგანო ის სირთულე, ის ტანჯვა, რომელსაც შენი ხალხი გადის, მაშინ რა გინდა პოლიტიკაში,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.