იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის წინააღმდეგია, რადგან ფიქრობს, რომ ეს ომის ესკალაციას გამოიწვევს. იუწყება Bloomberg.
„საფრანგეთის მიერ წარმოდგენილ წინადადებასთან დაკავშირებით შესაძლო პირდაპირი (სამხედრო) ჩარევის შესახებ... ჩვენი პოზიცია არ ემხრობა ამ ჰიპოთეზას, რომელიც სახიფათო ესკალაციის საწინდარია, რომელიც ყველანაირ ფასად უნდა იქნას აცილებული“, - განაცხადა მელონიმ სენატში ევროკავშირის ლიდერების სამიტის წინ.
მან გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც ზეწოლას ახორციელებს გერმანიის კანცლერზე ოლაფ შოლცზე უფრო მკაცრი პოზიციის დასაკავებლად და გააფრთხილა „ეგზისტენციალურ“ საფრთხეზე, რომელსაც რუსეთი უქმნის ევროკავშირს.
ამასთან, იტალიის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკება უსარგებლოა.
"როგორ შეიძლება დაჯდე მოლაპარაკების მაგიდასთან იმ ადამიანთან, ვინც არასდროს სცემდა პატივს რაიმე შეთანხმებას?" - თქვა მელონიმ.