აფხაზი სეპარატისტები რუსეთს სოჭის 2014 წლის ოლიმპიადისთვის სიურპრიზს უმზადებენ. კერძოდ, მათ მანდარინის ახალი ჯიში გამოჰყავთ, რომელსაც სახელად "ოლიმპიისკი" დაარქვეს.
"სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაზე სპორტსმენები და გულშემატკივრები განსაკუთრებული - ოლიმპიური მანდარინის დაგემოვნებას შეძლებენ. ასეთ სიურპრიზს უმზადებენ მათ აფხაზი სელექციონერები", _ იუწყება აფხაზური მხარე.
"ოლიმპიისკის"ს პირველ მოსავალს სწორედ 2014 წელს აიღებენ. მანდარინის ამ ახალი ჯიშის დარგვა მომდევნო წელს დაიწყება.