რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს, სერგეი ბაღაფშს, დამდეგი შობა-ახალიწელი მიულოცა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"რუსეთის ფედერაციას და აფხაზეთის რესპუბლიკას მეგობრობისა და პარტნიორობის მჭიდრო კავშირები აქვთ. გასულ წელს მიღწეულია არსებული პროგრესი ორმხრივ ურთიერთობებში - ამოქმედდა აფხაზეთის დახმარების კომპლექსური გეგმა, დაიწყო ახალი პროექტების განხორციელება. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც რუსულ-აფხაზური ურთიერთობების განვითარება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს პასუხობს და კავკასიაში სტაბილურობას უწყობს ხელს", _ ნათქვამია პუტინის მილოცვაში.
აფხაზური მხარე აღნიშნავს, რომ პუტინმა ბაღაფშს ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატებები უსურვა. აფხაზ ხალხს კი - მშვიდობა და აყვავება.