რუსმა ოკუპანტებმა საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევისათვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ე.წ. სამხრეთ ოსეთში მყოფი რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" სასაზღვრო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.
"წინაგარას დასახლებულ პუნქტთან (ახალგორის რაიონი) რუს მესაზღვრეთა მიერ დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებსაც თან არავითარი საბუთი არ გააჩნდათ. დაკავებულია 1986 წელს დაბადებული ნიკოლოზ ხუროშვილი და 1958 წელს დაბადებული თენგიზ კაძილოვი. ორივე მათგანი წითელუბნის დასახლებული პუნქტის მაცხოვრებლები არია", _ იუწყება ოსური მხარე და აღნიშნავს, რომ საქართველოს ორივე მოქალაქე სატვირთო ავტომობილით წინაგარას დასახლებული პუნქტისაკენ მიდიოდა ბოსტნეულის გასაყიდად.
რუსმა ოკუპანტებმა "საქმის გარკვევის" მიზნით საქართველოს ორივე მოქალაქე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების სამსახურს გადასცეს.
მასალის გამოყენების პირობები