აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენის განცხადებით, იმედოვნებს, რომ მომავალ ორშაბათს ღაზის სექტორში, ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლი შეწყდება. მისი თქმით, მხარეები ყატარში მოლაპარაკებების დროს უფრო მიუახლოვდნენ შეთანხმებას, რომლის მიზანი, სხვა საკითხებთან ერთად, მძევლების გათავისუფლებაც არის.
ორივე მხარის მონაწილეობა ე.წ. არაპირდაპირ მოლაპარაკებებში, როდესაც შუამავლებს ცალ-ცალკე ხვდებიან ერთსა და იმავე ქალაქში, იძლევა ვარაუდის შესაძლებლობას, რომ მოლაპარაკებები უფრო წინ წავიდა, ვიდრე სხვა დროს, როდესაც ისრაელმა უარყო ჰამასის შეთავაზება ოთხნახევარი თვით ცეცხლს შეწყვეტის შესახებ.
ბაიდენი იმედოვნებს, რომ ცეცხლი რამდენიმე დღეში შეწყდება.
„ჩემი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მეუბნება, რომ მიზანთან ახლოს ვართ. ჩვენ ახლოს ვართ. ჯერ არ დაგვისრულებია. იმედი მაქვს, რომ მომავალ ორშაბათს ჩვენ გვექნება ზავი“, - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს ნიუ-იორკში ვიზიტის დროს.