სოხუმში ახალი ინტერნეტპორტალის, "ნოვი კავკაზის" პრეზენტაცია გაიმართა. ჯერჯერობით პორტალი ტესტურ რეჟიმში მუშაობს და მისი სრული დატვირთვით ამუშავება იანვრის შუა რიცხვებისთვის იგეგმება.
"ჩვენ გვსურს ხარისხიანი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ეს იქნება ანალიტიკა, როგორც აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, ასევე რუსული და უცხოური ანალიტიკა", _ აცხადებს ინტერნეტპორტალის რედაქტორი მარია ვინოკუროვა.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას რუსული მედია აღნიშნავს, რომ ინტერნეტპორტალის შექმნის მთავარი მიზეზი გობალურ ქსელში აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის შესახებ ინფორმაციული ვაკუუმის ამოვსებაა, რამაც "საბოლოო ჯამში ამ ახალი კავკასიური რესპუბლიკების დამოუკიდებლობის მომხრეთა რიგები უნდა გაზარდოს".