ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ ამ წელს უკანასკნელი თათბირი ჩაატარა, რომელშიც მისი ე. წ. მთავრობის წევრები და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, თათბირის დასაწყისში ოს სეპარატისტთა ლიდერმა ყველას დამდეგი ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ 2010 წელს კარგი საფუძველი ჩაიდო მომავლისთვის.
"2011 წელი ჩვენთვის გადამწყვეტი იქნება მრავალი კუთხით, მათ შორის რესპუბლიკის აღდგენის კუთხითაც. წინ რთული წელი გველის, დიდი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი", _ განაცხადა კოკითიმ.
ამას გარდა, თათბირზე ოს სეპარატისტთა ლიდერმა შეახსენა ე. წ. ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, რომ ახალი წლის დღეებმა სროლების გარეშე უნდა ჩაიაროს.