აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა. სითბოთი ვიხსენებ თქვენს ვიზიტს აფხაზეთში, რომელმაც მძლავრი იმპულსი მისცა ორმხრივად ხელსაყრელი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ურთიერთობების განვითარებას ჩვენს ქვეყნებს შორის", _ ნათქვამია ბაღაფშის მილოცვაში და იქვე აღნიშნულია, რომ იგი მთელი რუსეთის მოსახლეობას ბედნიერებასა და წარმატებას უსურვებს.
მასალის გამოყენების პირობები