საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლარსა და ევროსთან მიმართებით გამყარდა.
12 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ერთი ამერიკული დოლარი 2.6524 ლარი ეღირება, ევრო – 2.8582 ლარი.
დღეს მოქმედი კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6543 ლარი ღირდა, ევრო – 2.8584 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ, 13 თებერვალს შევა.