აფხაზეთში ე.წ. რუსეთის ელჩმა სემიონ გრიგორიევმა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს სერგეი ბაღაფშს აფხაზეთში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელი იური ანიკინი წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
აფხაზეთში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა დანიშნა.
"სემიონ გრიგორიევმა იური ანიკინი მაღალკვალიფიციურ პროფესიონალად დაახასიათა, რომელსაც მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს", _ იუწყება აფხაზური მხარე.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ანიკინის წარდგენისას განაცხადა, რომ აფხაზეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობას და რუსეთის წარმომადგენელს თავის საქმიანობაში დახმარებას დაპირდა.
მასალის გამოყენების პირობები