საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლარსა და ევროსთან მიმართებით გამყარდა.
5 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.26 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6622 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტა ევროსთან 0.84 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8565ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ, 7 თებერვალს შევა.