ახალი წლიდან ახალგორის რაიონის სამედიცინო პერსონალს ცხინვალის რეჟიმის სპეციალური ნებართვის გარეშე ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა აეკრძალებათ.
გარდა ახალგორის საავადმყოფოს ექიმებისთვის დაწესებული შეზღუდვებისა, ახალი წლიდან, სპეციალური თანხმობა იქნება საჭირო პაციენტის თბილისში გადმოსაყვანადაც.
ახალგორში აღნიშნულის მიზეზად იმ ფაქტს ასახელებენ, რომ კლინიკის ექიმებმა ხელი არ მოაწერეს მარიონეტული რეჟიმის მიერ შედგენილ განცხადებას, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების მიერ ცხინვალის ოკუპაციაზე იყო საუბარი.