ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მთავრობაში განხოციელებული საკადრო ცვლილებებით საზოგადოებისთვისა და ქვეყნისთვის არაფერი იცვლება.
მისი თქმით, ივანიშვილის ერთი პოლიტიკური თოჯინა მეორე პოლიტიკური თოჯინით ჩანაცვლდა ივანიშვილის პოლიტიკური თოჯინების თეატრში.
ბოკერია აღნიშნავს, რომ სადაც ერთ კაცს შეუძლია, რომ ასე წყვეტდეს ვინ იქნება პრემიერმინისტრი, ასე ეპყრობა საკუთარ გუნდს, იქ არავინ უნდა ელოდოს, რომ საზოგადოებას ან ქვეყანას სცემს პატივს და მას წინ წაიყვანს.
"ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ივანიშვილი დემოკრატიული გზით მთლიანად ჩამოშორდეს ძალაუფლებას, ხოლო ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი თამაშის წესები, ანუ თოჯინების თეატრი არ იყოს გამეფებული, მის ალტერნატივაში, ოპოზიციაში და სწორედ ეს არის ევროპული საქართველოს პრინციპული პოზიცია".- განაცხადა ბოკერიამ.