ქართველმა სამართალდამცველებმა რუსეთის სამი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე მიაწოდა.
მისი განმარტებით, ალექსანდრე პოპოვის ალექსანდრე ბორკოვის და მაქსიმ ბერეზინის დაკავება სოფელ ნიქოზთან წუხელ გვიან ღამით მაშინ მოხდა, როცა მათ ადმინისტრაციული საზღვარი გადმოლახეს.
"რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს ტერიტორია უკანონოდ გადმოკვეთეს და მიუხედავად იმისა, რომ ქართულ მხარეს სრული სამართლებრივი უფლება აქვს მათი დაპატიმრებისა, ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვავთ ეს პირები რუსეთს უპირობოდ გადავცეთ", - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე თქმით ქართველი სამართალდამცველების მიერ დაკავებული რუსეთის მოქალაქეების მოსკოვისთვის გადაცემა 12 საათზე ევროკავშრის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოხდება.
"ეს ქართული მხარის მიერ გამოხატული კეთილი ნებაა" - განმარტა მინისტრის მოადგილემ.