ელდარ ყველაშვილს, რომელმაც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში ძაღლი დაჭრა, 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა თქვა, რომ ცხოველი მეურნეობას უზიანებდა, რის გამოც ესროლა.
დაჭრილი ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს.