თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაბა ჯიშკარიანს, ირაკლი კორძაიას და დაჩი ცაგურიას ადმინისტრაციული სასჯელი შეუფარდა.
პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევისათვის და მანიფესტაციების შესახებ კანონის დარღვევისათვის სასამართლომ დაკავებულებს 500-500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
დაკავებულები ჯარიმის გადახდის შემდეგ წუხელ გათავისუფლდნენ. არასამთავვრობო ორგანიზაცია "7 ნოემბრის" წევრები სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს. ჯაბა ჯიშკარიანი, ირაკლი კორძაია და დაჩი ცაგურია პლაკატებით და რობაქიძის, ვაზაგაშვილის, გირგვლიანის და გამცემლიძის ფოტოებით ხელში რუსთაველის გამზირზე გადაადგილდებოდნენ.