საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავის ყოველწლიურ საპარლამენტო მოხსენებას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში 6 თებერვალს წარადგენს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
ეს იქნება სალომე ზურაბიშვილის ბოლო საპარლამენტო მოხსენება. მას საპრეზიდენტო უფლებამოსილება წლის ბოლოს ეწურება.
"როგორც იცით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, მათ შორის ბოლო ცვლილების საფუძველზე დადგენილია, რომ პრეზიდენტის მოხსენება არის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე. სხვა შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარესთან უნდა შეთანხმდეს. პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა, რომ ის პირველ სხდომაზე მოვა და შესაბამისად, 6 თებერვალს იქნება მისი ყოველწლიური მოხსენება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.