ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველოს საპატრიარქო და საქართველოს ხელისუფლება იოსებ სტალინის გამოსახულებიანი ხატის სამების ტაძარში დაბრძანებით, შეურაცხყოფს საბჭოთა რუსეთის მსხვერპლთა ხსოვნას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს.
როგორც ბოკერია აღნიშნავს, საპატრიარქო და მმართველი გუნდი და ყველა ის ადამიანი, რომელიც აღშფოთებას გამოხატავს, მით უმეტეს ძალადობის მუქარით, რეალურად, ემსახურებიან პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის და ზოგადად, კაცობრიობის დაუძინებელი მტრის და ჯალათის, საქართველოს დამოუკიდებლობის დამხობის ინიციატორის, იოსებ სტალინის განდიდებას.
"ადამიანის, რომლის კისერზეც არის მილიონობით ადამიანის, ასობით ათასი ქართველის და ქართული საზოგადოების საუკეთესო ნაწილის მათ შორის სასულიერო ელიტის განადგურება. ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა ყველა იმ ადამიანის ხსოვნისა, რომელიც სტალინის რეჟიმმა გაანადგურა და შეურაცხყოფა 1921 წლის ტრაგედიისა, რომლის პირდაპირი ინიციატორიც სტალინი იყო.
ეს ხალხი ემსახურება ჩვენი მტრის პროპაგანდას, შეურაცხყოფს ჩვენს წარსულს და საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალს".- აცხადებს ბოკერია.