დღეს, 24 ნოემბერს, საქართველოს პარლამეტის ბიუროს ე.წ. "პატრიოტული აქტი" _ "ანტიტერორისტული ღონისძიებების საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის შესახებ" კანონპროექტი ოფიციალურად წარედგინება.
კანონპროექტის ავტორი გია თორთლაძე იმედოვნებს, რომ პარლამენტის მიერ "პატრიოტული აქტის" მიღების შემდეგ "ქვეყენაში სიმშვიდე დაისადგურებს".
ფრაქცია "ძლიერი საქართველოსა" და ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე გია თორთლაძე აცხადებს, რომ მის მიერ მომზადებული კანონპროექტი ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითვალისწინებს.
კანონპროექტით რეგულირდება დიდი ნოდენობით საბანკო გადარიცხვების კონტროლი, ოკუპირებული ტერიტორიებისათვის გაკუთვნილი ტვირთების მონიტორინგი დასხვა საკითხები.
როგორც გია თორთლაზე აღნიშნავს, კანონპროექტის შემუშავების მთავარი მიზანი იყო საქართველოში ანტიტერორისტული ღონისძიებების განხორციელებისათვის მეტი ბერკეტების შექმნა, იმისათვის, რომ ქვეყნის უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნას დაცული.
თორთლაძის განცხადებით, აღნიშნული კანონი მიღებული აქვს ბევრ ისეთ ქვეყანას, სადაც ტერორისტული აქტი არ მომხდარა და მიიჩნევს, რომ საქართველოში ტერორისტული აქტები არც თუ ისე იშვიათია, შესაბამისად, აღნიშნული კანონი აუცილებლად უნდა იქნას მიღებული.
თორთლაძის თქმით, ამ იდეის ოპონენტები ისე საუბრობენ უარყოფით ფაქტორებზე რომ კანონპროექტს არ იცნობენ და იმედოვნებს რომ კანონპროექტის გაცნობის შემდეგ მათი პოზიცია შეიცვლება. თორთლაძის თქმით, მის მიერ მომზადებული კანონპროექტი არ ითავლისწინებს არც ადამაინების მოსმენას, არც ბინების უნებართო ჩხრეკას და არც ელექტრონული ფოსტის უნებართვო შემოწმებას.
"კანონპროექტის მთავარი არსი არის საზღვრის მონიტორინგის გაძლიერება, როგორც ადამიანების შემოსვლის მხრივ ასევე ტვირთების მხრივ. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მონიტორინგის გაძლიერებას ოკუპირებულ ტერიტორიებთან ე.წ. საზღვრებზე. ვინაიდან ტერორიზმის დიდი საფრთხე სწორედ აქედან შემოდის. აღნიშნულის განსახორციელებლად კი კანონპროექტში გათვალისწინებულია რამდენიმე მომენტი, რომელიც არეგულირებს სამართალდამცავი და სახელმწიფო ორგანოთა კოორდინაციას. მათ შორის ინფორმაციის გაცვლის მეტ მექანიზმებს და კონტროლის განხორციელებისათვის მეტი ტექნიკური საშუალებების მობილიზებას, როგორიცაა საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო საზღვრების და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების დაცვისათვის", _ აცხადებს თორთლაძე.