უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ რუსეთი ბოლო დღეებში განხორციელებული დარტყმებით ცდილობდა დაებრუნებინა უკრაინის ენერგეტიკული სექტორის განადგურების საფრთხე.
„ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი სახელმწიფოს სხვადასხვა ქალაქი და სოფელი, სასაზღვრო რაიონები, როგორც ფრონტზე, ისე მთელ ტერიტორიაზე რუსეთის დაბომბვის, მასირებული სარაკეტო თავდასხმებისა და „შაჰედების“ დაბომბვის ქვეშ მოექცა. აშკარაა, ტერორისტული სახელმწიფოს ლიდერები ცდილობდნენ ახალი წლის დღეები გამოეყენებინათ ჩვენი სულისკვეთების გასატეხად და ძველი, გასული წლის საფრთხის დასაბრუნებლად“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ცის დამცველები ყველაფერს აკეთებენ სახელმწიფოს დასაცავად. დიპლომატები მუშაობენ დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების და რაკეტების მიწოდებისა და დახმარების ახალი პაკეტების უზრუნველსაყოფად.