მე უბრალოდ ვინატრებდი, რაც შეიძლება მეტი ბიძინა ივანიშვილი ჰყავდეს ქვეყანას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მას კითხვა დაუსვეს Bloomberg-ის ინფორმაციაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონება ამ წლის განმავლობაში $950 მილიონით გაიზარდა.
კახა კალაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს არასდროს ჰქონია საქართველოში ბიზნესი და მხოლოდ ქველმოქმედებით იყო დაკავებული.
„არასდროს ჰქონია საქართველოში ბიზნესი, მხოლოდ და მხოლოდ ქველმოქმედებით იყო დაკავებული და დღესაც აგრძელებს. უამრავი პროექტი ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით და თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ოფიციალური მონაცემები, რამდენი მილიარდი დოლარია დახარჯული ქველმოქმედებაზე. მე უბრალოდ ვინატრებდი, რაც შეიძლება მეტი ბიძინა ივანიშვილი ჰყავდეს ქვეყანას, რომ ასეთი მხარდამჭერი და საქველმოქმედო პროექტები იქნეს განხორციელებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.