ეროვნული ბანკი დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების ნოემბრის თვის მონაცემებს აქვეყნებს.
ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის ნოემბრის ბოლოსათვის 50.42 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.17%-ით (581.85 მლნ ლარი) მეტია წინა თვის მაჩვენებელზე.
ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 27.80 მლნ ლარით - 0.14%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 554.05 მლნ ლარით, ანუ 1.86%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 49.25 პროცენტი, ხოლო რეზიდენტების დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 56.2 პროცენტი შედგინა.