რუსეთის შს სამინისტრო სეპარატისტულ აფხაზეთთან მოსაზღვრე რეგიონებში სამართალდამცავ სფეროში საქმიანობას გაააქტიურებს, ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. შესაბამის ხელშეკრულებას მოსკოვში მოეწერა ხელი.
ხელშეკრულებას რუსეთის მხრიდან ხელი რუსეთის შს მინისტრმა რაშიდ ნურგალიევმა, სეპარატისტთა მხრიდან კი აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრმა ლეონიდ დძაპშბამ მოაწერეს ხელი.
ამას გარდა, გაფორმდა კიდევ ერთი ხელშეკრულება - თანამშრომლობის შესახებ სამართლებრივი უზრუნველყოფის სფეროში.
"დარწმუნებული ვარ აღნიშნული ხელშეკრულებების გაფორმებით ჩვენი დანაყოფები მოსაზღვრე რაიონებში უფრო შეთანხმებულად იმოქმედებენ, რაც ამ რაიონებში კრიმინოგენული ვითარების დარეგულირების საბაბი გახდება", _ განაცხადა რუსეთის შს მინისტრმა რაშიდ ნურგალიევმა.
ამას გარდა, მისივე თქმით, სეპარატისტულ აფხაზეთთან უახლოეს მომავალში იგეგმება კიდევ ორი შეთანხმების გაფორმება - ავტოსატრანსპორტო საშუალების დატაცებასთან ბრძოლაში ერთობლივი მოქმედებების შესახებ და შს ორგანოების თანამშრომელთა საპენსიო უზრუნველყოფისა და სახელმწიფო დაზღვევის მდგომარეობის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები