პოლონური მედიის ინფორმაციით, პოლონეთის ქალაქ სოსნოვეცში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. მათ 30 წლის კაცს სასტუმროში ჯერ სცემეს, შემდეგ კი ტელეფონები წაართვეს.
კაცმა პოლიციას მიმართა. მისი თქმით, ნომერში მასთან ორი პირი შეიჭრა და თანხა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი სცემეს და ტელეფონები წაართვეს.
პოლიციამ დამნაშავეები იმავე დღეს დააკავა.
დანაშაული 12-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.